logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დესტრუქციის ფონზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანახმა არ ვართ
- +

8 დეკემბერი. 2021. 15:42

 

„საკითხი მარტივია - საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე ვერ მიიღებს, ხოლო ოპოზიცია - „ქართული ოცნების“ გარეშე. ამიტომ საჭიროა შეთანხმება. იმისთვის, რომ იყოს შეთანხმება, უნდა იყოს შეთანხმების ატმოსფერო და არა დაძალების, იძულების, მოთხოვნის“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საუბრისას.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ, დესტრუქციული დღის წესრიგი შექმნას და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს

 

„ვიდრე დესტრუქცია იქნება, ამის ფონზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანახმა არ ვართ - ყველამ უნდა აჩვენოს, რომ თანამშრომლობისთვის არის მზად. შეუძლებელია ერთი მხრივ, იმაზე საუბრობდე, რომ შეთანხმება გინდა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდე“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner