logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
- +

9 დეკემბერი. 2021. 14:22

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

ქართველმა პარლამენტარებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესზე და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რეფორმასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენს ევროპელ კოლეგებს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით იუსტიციის უმაღლესს საბჭოს დაევალა დაასაბუთოს თუ რატომ დაუჭირა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს, ასევე, იმის თაობაზე, რომ საბჭოში კენჭისყრა არის ღია და საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს აქვთ გასაჩივრების მექანიზმი საკვალიფიკაციო პალატაში. კიდევ ერთხელ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია იმ ბოლოდროინდელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა, სწორედ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ავუხსენი, რომ, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობს დესტრუქციულ რეჟიმში ყოფნას, ისინი საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე და ულტიმატუმის ენით, მაშინ, როდესაც ჩვენ მზად ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ საპარლამენტო ტრიბუნის ფარგლებში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, სტუმრები, ასევე, გაეცნენ ინფორმაციას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რეფორმასთან დაკავშირებით და ამ კუთხით ევროპის საბჭოს ოფისთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის გეგმებს.

 

„მივაწოდე დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ ამ კოდექსის მიღებას ვგეგმავთ 2024 წლამდე, რათა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დასაყენებლად საქართველოს სამართლებრივი სივრცე ჰქონდეს სრულად მზად“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner