პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლაიტონს შეხვდა.
შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციით შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის გეგმებზე რეგიონსა და საქართველოში - დესტაბილიზაციის მცდელობაზე, ანექსიის სურვილზე.
„ყურადღება გავამახვილეთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკაზე, გამოიყენოს თავისი სამხედრო ბაზები პოზიციების გასაძლიერებლად სამხრეთ საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.