„მინდა, ეკატერინე ტიკარაძეს წარმატება ვუსურვო, თუმცამ არ ვადასტურებ რაიმე კონფლიქტის არსებობას“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა კითხვას, ხომ არ უკავშირდებოდა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა კონფლიქტს მმართველი გუნდის შიგნით.
„პატივს ვცემ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას. მან დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელებულა. მას მინდა წარმატება ვუსურვო, თუმცამ არ ვადასტურებ რაიმე კონფლიქტის არსებობას“, - ამბობს წილოსანი.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.