პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისთვის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მოულოდნელი იყო.
„მე ნამდვილად არ ვფლობდი ინფორმაციას ამ გადადგომის შესახებ. რაც შეეხება ინფორმაციას კონფლიქტის შესახებ, ამაზეც ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი ვიცი. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ის დარჩება გუნდის წევრად და გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, - ამბობს სარჯველაძე.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.