logo_geo
eng_logo
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა
- +

10 დეკემბერი. 2021. 11:57

 

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გუშინ კორონავირუსის კიდევ 21 შემთხვევა გამოვლინდა. „ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ  252 ტესტი ჩატარდა.

 

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 508 ადამიანია.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი 10 007 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 9499 პაციენტი, ვირუსმა 183 პირი იმსხვერპლა.

 

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ცხინვალის რამდენიმე სკოლა და ბაღი სეზონური გრიპის გავრცელების გამო დაიხურა. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კოვიდით ინფიცირებულები არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner