logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ეკატერინე ტიკარაძე ნამდვილად ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამ სექტორში ყოფილიყო დისციპლინა
- +

10 დეკემბერი. 2021. 12:20

 

 

„ადამიანურად გული დამწყდა იმიტომ, რომ მას ჰქონდა ხედვა, გარკვეული რეფორმები განახორციელა, თუმცა, ის რჩება გუნდში და ამ მიმართულებით იქიდან გაგვაძლიერებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

„ეკატერინე ტიკარაძე ნამდვილად ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამ სექტორში ყოფილიყო დისციპლინა, ყოფილიყო ადამიანებზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისი და ფასი. პირადად მე არ მქონდა ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ. გუშინ მოვისმინე, თუმცა, შესაძლოა ჩემს კოლეგებს ჰქონდათ. ეს სპეციფიკური მიმართულებაა და მე არ ვარ ჯანდაცვის კომიტეტის სექტორის წარმომადგენელი. რაც გუშინ ვნახე ადამიანურად გული დამწყდა, იმიტომ, რომ მას ჰქონდა ხედვა, გარკვეული რეფორმები განახორციელა, თუმცა, ის რჩება გუნდში და ამ მიმართულებით იქიდან გაგვაძლიერებს. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეკატერინე წლის ბოლომდე რჩება თანამდებობაზე. ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, ავარჩიოთ, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner