„ერიკა ოლსონმა აღნიშნა, რომ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ამიტომ აქვთ მათ უფლება, მსგავსი წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადებას.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ამიტომ აქვთ მათ უფლება მსგავსი წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ სურს, საქართველოში საარჩევნო და სასამართლო რეფორმები შესრულდეს.