logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ეკატერინე ტიკარაძე გუნდის წევრად რჩება
- +

10 დეკემბერი. 2021. 13:14

 

 

„ტერმინი „შეეწირა“ არის აბსოლუტურად უადგილო, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან მედია ნუ ეძებთ სკანდალურ კონტექსტს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლის გარკვეული ეტაპი, რაზეც ტიკარაძემ გუშინ ძალიან კარგად და დეტალურად ისაუბრა, ჩავლილია და ახლა იწყება ახალი ეტაპი, რასაც ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება.

 

„მე ვერ დაგეთანხმებით, ტერმინი „შეეწირა“ არის აბსოლუტურად უადგილო, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ მედია რამე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე სხვადასხვა ადგილზე გადანაცვლება, ის გუნდის წევრად რჩება. პანდემიასთან ბრძოლის გარკვეული ეტაპი, რაზეც მან გუშინ ძალიან კარგად და დეტალურად ისაუბრა, ჩავლილია და ახლა ახალი ეტაპი იწყება, ამას კი, ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება. უარვყოფ, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. სამთავრობო გუნდის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერ-მინისტრი. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ უახლოეს პერიოდში რამე სხვა ცვლილებაც იგეგმებოდეს, თუმცა ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

 

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner