logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ცვლილებები მუდმივად ხდება, ეს იყო ქალბატონი ეკას გადაწყვეტილება
- +

10 დეკემბერი. 2021. 13:15

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეკატერინე ტიკარაძე მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე წელი მუშაობდა წარმატებით.

 

„მას განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა, რადგან პანდემია არის გამოწვევა, როგორც მთავრობის ყველა წვერისა და ქვეყნისთვის, ასევე განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ხელმძღვანელისთვის. თუმცა ქალბატონმა ეკამ ასევე თქვა, რომ ის ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილად რჩება, ის აგრძელებს პარტიაში მოღვაწეობას, რაც მისასალმებელია, რადგან ჩვენ ვართ შეკრული, ერთიანი გუნდი და ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის ეს ერთიანობა. რაც შეეხება კაბინეტში ცვლილებებს, ცვლილებები მუდმივად ხდება, სულ ხდება განახლება, მათ შორის პანდემიის დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება, ეს იყო ქალბატონი ეკას გადაწყვეტილება. თავად მან გააკეთა ამაზე განცხადება, დამატებითი კითხვები თუ გექნებათ, ისევ მას შეიძლება კითხოთ უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner