logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია იმიტომ შევარჩიეთ, რომ კრიტიკული იყოს და არა ტაშის დამკვრელი
- +

10 დეკემბერი. 2021. 15:04

 

 

„ნინო ლომჯარიასთვის „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი და არა ხელისუფლება, რომელიც უნდა აკრიტიკო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის წლის შემაჯამებელ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე თქმით, სახალხო დამცველი პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას.

 

„სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია იმიტომ შევარჩიეთ, რომ კრიტიკული იყოს და არა ტაშის დამკვრელი. არის თემები, რომელიც შესაძლოა, რაღაც პრობლემას აღწერდეს, მაგრამ აღწერისა და მიწოდების ფორმით იმ დამოკიდებულებას გამოხატავს, რომელიც ნინო ლომჯარიამ ერთხელ „ფეისბუქში“ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ გამოხატა რაღაც განცხადებების მოწონებით და იმ ღლიცინში ჩაერთო, რაც მის პოლიტიკურ გემოვნებას, დამოკიდებულებასაც გამოხატავს. მისთვის „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი და არა ხელისუფლება, რომელიც უნდა აკრიტიკო.

 

ბევრი სხვა მომენტი არსებობს, როცა მას თვალი დაუხუჭავს და რეაგირება არ მოუხდენია. ჩემთვის სკანდალურობა იმაშია, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, თორე, სახალხო დამცველთან რომ პოლემიკაში იყო, თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორთან, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაშიც დასაძრახს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner