logo_geo
eng_logo
„ომიკრონის“ შემთხვევების ზრდამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბუსტერ-დოზების ადმინისტრირება დააჩქარა
- +

10 დეკემბერი. 2021. 16:01

 

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ბუსტერ-დოზების ადმინისტრირების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ გადაწყვეტილების  აუცილებლობა  ქვეყანაში „ომიკრონის“ აღმოჩენის შემდეგ მოვლენების დრამატულად განვითარებამ განაპირობა.

 

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით,  „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, რაც სწრაფი ზომების მიღებას მოითხოვს.

ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობისთვის უკვე ხელმისაწვდომია „ფაიზერისა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ბუსტერ-დოზები.

 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში „ომიკრონით“ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. პრეზიდენტ სირილ რამაფოსას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილ კოვიდინფიცირების შემთხვევებს შორის „ომიკრონის“ შტამი ლიდერობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner