logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილმა გერმანელ პროფესორებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები გააცნო
- +

10 დეკემბერი. 2021. 20:01

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ონლაინ ფორმატში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორთან, მარტინ ჰეგერთან და თიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორთან, ბერნდ ჰაინრიხთან შეხვედრა გამართა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა წარმოადგენდა, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს.

 

„კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანელ პროფესორებს ახალი კოდექსის მოდელებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ეტაპზე შემუშავებული ხედვები გააცნო.

 

გერმანელმა პროფესორებმა რეფორმასთან დაკავშირებით მათი პირველადი მოსაზრებები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ ისინი უახლოეს პერიოდში მოამზადებენ დასკვნას პროექტის კონცეფციის თაობაზე და კოდექსის ცვლილებების ავტორებს გააცნობენ.

 

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა რეფორმაში ჩართულმა მოწვეულმა ექსპერტებმა: ირაკლი დვალიძემ, პაატა ტურავამ და ლევან ხარანაულმა მიიღეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner