Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 841 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 939 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 902 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 922 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 889 286-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.88% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.42%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა, აჭარა - 162, იმერეთი - 481, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 171, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 185, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 43 854 საიდანაც:
6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 396, აჭარაში - 514, იმერეთში - 1 324.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 554 პირი, მათ შორის, თბილისში - 610, აჭარაში - 124, იმერეთში - 452. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 321 პირი, მათგან თბილისში - 176, აჭარაში - 34, იმერეთში - 32.
1 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 756 - თბილისში, 264 - აჭარაში.
36 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 130 ადამიანი.