„ვფიქრობ, რომ გარდაუვალია, იმიტომ რომ უკვე 57 ქვეყანაშია და ჩვენც არ ვიქნებით გამონაკლისი, რაღაც დროში შემოვა“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი საქართველოში მიმდინარე თვეში გამოჩნდება.
„მისი შეკავება არის წესების დაცვა და რაც შეიძლება მეტი აცრა. შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით ამ თვის განმავლობაში შეიძლება გამოჩნდეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ განსაკუთრებით 60 წლის ზევით მოსახლეობას, რომ აიცრან.
უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ახალგაზრდა ასაკში, რეინფიცირების რისკი მეტია ამ შტამით, მაგრამ, მეორეს მხრივ, დამაიმედებელია ის, რომ, არ აქვს უფრო რთული კლინიკური მიმდინარეობა, ვიდრე „დელტა“ შტამს, ან „დელტა+“-ს“, - განაცხადა გამყრელიძემ.