დიდუბის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფარგლებში, დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამ ეტაპზე, სპორტული მოედნის აღდგენის სამუშაოები ბოხუას ქუჩის N3ა-ში დასრულდა.
აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ მავთულბადეს, ტრიბუნებსა და კარის კონსტრუქციას.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „პე ბე“ 30 000 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულა.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.