კორონავირუსის ახალი შტამი დღეისთვის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. „ომიკრონის“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები მეზობელ თურქეთსა და რუსეთშიც გამოვლინდა. პაციენტთა უმრავლესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, რაც მეცნიერთა მტკიცებით, ახალი შტამისთვის დამახასიათებელია, თუმცა, „დელტა“ ვარიანტისგან განსხვავებით, ის გავრცელების უფრო მაღალი უნარით გამოირჩევა. ჯერჯერობით, ნაადრევია იმაზე საუბარი, რამდენად მდგრადია ახალი შტამი არსებული ვაქცინების მიმართ. ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, კოვიდ-ვაქცინის ორი დოზა, „ომიკრონ“-შტამით დაინფიცირების პრევენციის კუთხით საკმარისი არ არის, მესა დოზა კი დაცვას, თითქმის 75%-მდე ზრდის.