logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა
- +

12 დეკემბერი. 2021. 17:48

 

 

კორონავირუსის ახალი შტამი დღეისთვის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. „ომიკრონის“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები მეზობელ თურქეთსა და რუსეთშიც გამოვლინდა. პაციენტთა უმრავლესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, რაც მეცნიერთა მტკიცებით, ახალი შტამისთვის დამახასიათებელია, თუმცა, „დელტა“ ვარიანტისგან განსხვავებით, ის გავრცელების უფრო მაღალი უნარით გამოირჩევა. ჯერჯერობით, ნაადრევია იმაზე საუბარი, რამდენად მდგრადია ახალი შტამი არსებული ვაქცინების მიმართ. ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, კოვიდ-ვაქცინის ორი დოზა, „ომიკრონ“-შტამით დაინფიცირების პრევენციის კუთხით საკმარისი არ არის, მესა დოზა კი დაცვას, თითქმის 75%-მდე ზრდის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner