logo_geo
eng_logo
აშშ-ში ტორნადოს სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 დეკემბერი. 2021. 20:15

 

 

აშშ-ის ცენტრალურ შტატებში ტორნადოს სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გასულ დღეს, ტორნადომ სულ მცირე 70 ადამიანი იმსხვერპლა კენტუკის შტატში. ტორნადომ სანთლების მწარმოებელ ქარხანას გადაუარა, სადაც იმ დროისთვის შენობაში 110 ადამიანი იმოფებოდა. მაშველებმა 40 პირის გადარჩენა შეძლეს.

მისურის შტატში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, პოლიციის და სახანძრო სამსახურის შენობები და მოხუცთა თავშესაფრის შენობა, სასოფლო-სამურნეო ადგილები.

ილინოისის შტატში ტორნადომ კომპანია „ამაზონის“ საწყობს გადაუარა, რის შედეგადაც საწყობის სახურავი ჩამოინგრა. დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი.

სამივე შტატში მაშველები ამ დრომდე ათეულობით დაკარგულ ადამიანს ეძებენ. კენტუკის გუბერნატორმა ტორნადოს შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი უწოდა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტლება მიიღო. ის დაზარალებულებს შეუზღუდავი დახმარების აღმოჩენას დაჰპირდა.

ამასთან, პრეზიდენტმა გარემოს დაცვის სააგენტოს დაავალა, გამოიკვლიოს, რა როლს თამაშობს კლიმატური ცვლილებები ტორნადოს ჩამოყალიბების ხელშეწყობაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner