logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- +

13 დეკემბერი. 2021. 13:00

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა“, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის მისიის მხარდაჭერით, საქართველოში ორი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი: საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება და ასევე იგეგმება საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადობის ირიგაციისა და მიწის პროექტის განხორციელება.

 

„სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა GILMDP და GRAIL პროექტების სამოქმედო გეგმები განიხილეს. ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ GILMDP პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა, სწორად შეფასდეს სარწყავი სისტემის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და განსახორციელებელი ღონისძიებების ობიექტური ანალიზი და მხარდაჭერა მოხდეს. GRAIL პროექტთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის მისიამ დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მთავრობის ძალისხმევას სოფლის მეურნეობაში, ირიგაციასა და მიწაზე ინვესტიციების ინტეგრირებული მიდგომების შემუშავებაში ფერმერებისა და ზოგადად ეკონომიკის სასარგებლოდ, მათ შორის, კლიმატის მდგრადობას, რომელიც საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner