logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
- +

13 დეკემბერი. 2021. 13:38

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან და თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან, მეჰმეთ მუშთან.

 

ნათია თურნავა, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად, სამმხრივ ბიზნესფორუმს გახსნის. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ ბრიფინგში.

 

ფორუმზე ასევე დაგეგმილია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო - სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

 

ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა აგრეთვე შეხვდება აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნავიევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner