logo_geo
eng_logo
დიდ ბრიტანეთში, „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

13 დეკემბერი. 2021. 17:01

 

დიდ ბრიტანეთში, „ომიკრონი“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, უკვე დადასტურდა, რომ, სულ მცირე, ერთი პაციენტი „ომიკრონით“ გარდაიცვალა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში 27 ნოემბერს „ომიკრონი“ ვარიანტის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ბორის ჯონსონმა უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესა.

 

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის მოქცევის ტალღა ემუქრება, ხოლო ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ იქნება მის შესაკავებლად.

 

ბორის ჯონსონის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების პროგრამა უფრო სწრაფად უნდა განხორციელდეს, რადგან მეცნიერებმა ჯერ არ იციან, არის თუ არა „ომიკრონი“ ვარიანტი სხვა ვარიანტებთან შედარებით ნაკლებად სერიოზული.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner