„ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე ინტენსიური კონსულტაციები უნდა მიმდინარეობდეს, იმიტომ რომ ეს ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი სფერო იყო და ახლა, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ ჩართული ამ კონსულტაციებში, თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, მე მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვუცხადებ და მაქსიმალურ გამძლეობას ვუსურვებ, იმიტომ რომ, ეს იქნება ყველაზე რთული პოზიცია უახლოესი თვეების განმავლობაში“, - განაცხადა სერგეენკომ.