logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გარწმუნებთ, რომ შევარჩევთ ისეთ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც დღეს არსებული გამოწვევებისთვის იქნება მომზადებული
- +

13 დეკემბერი. 2021. 18:04

 

„გარწმუნებთ, რომ შევარჩევთ ისეთ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც დღეს არსებული გამოწვევებისთვის იქნება მომზადებული და რომელსაც შეეძლება ჯანდაცვაში კიდევ უფრო მეტი პროგრესი უზრუნველყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

თალაკვაძემ არ უარყო და არც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მოიაზრებენ.

 

„ჯანდაცვა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები არის ის პრიორიტეტი, რომელიც ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ეამაყება და ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ წლების განმავლობაში შევძელით უამრავი ჩვენი თანამოქალაქის გადარჩენა. შევძელით ადეკვატური სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება და დაფინანსება. დიამეტრალურად გავზარდეთ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება დავიწყეთ ც ჰეპატიტის პროგრამა, რომელმაც 80 ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინა. განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტი. მართლაც ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვაში და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის „ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა. შესაბამისად, ჩვენი, როგორც პოლიტიკური გუნდის ინტერესი და ყურადღება ძალიან მაღალია იმ კონსულტაციების მიმართ, რომელიც პრემიერ-მინისტრთან იმართება ჯანდაცვის ახალი მინისტრის შესარჩევად. მინისტრის შერჩევა და წარდგენა არის ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივა. შესაბამისად, ჩვენ რა საკვირველია საპარლამენტო გუნდში არ გავაკეთებთ რაიმე წინასწარ განცხადებებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner