logo_geo
eng_logo
დღეს პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება
- +

14 დეკემბერი. 2021. 10:17

 

 

დღეს საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. განსახილველ საკითხებს შორისაა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ბლოკის სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს საშუალება ექნებათ, პოლიტიკური ჯგუფი შექმნან. ასევე, განხილვის ერთ-ერთი თემა ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება იქნება.

 

„ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურა იცვლება. პირველ ჯერზე, დარჩება 2/3, ანუ 100 პარლამენტარის ხმა იქნება საჭირო ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარისთვის. მეორე ჯერზე, თუ ვერ მოხერხდება ხმების 2/3-ის მოგროვება, საჭირო იქნება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 76 პარლამენტარი იმისთვის, რომ ავირჩიოთ ცესკოს წევრები და თავმჯდომარე. ეს განპირობებულია იმით, რომ რომელიმე მხარემ ეს პროცესი ხელოვნურად არ დაბლოკოს. თავის დროზე, ეს ბატონმა დენიელსონმა შემოგვთავაზა. მან გვითხრა, რომ უნდა ჩაგვედო ე.წ. დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი და ეს ასეც მოხდა“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

 

სხდომის დაწყება 12:00 საათზე იგეგმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner