logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: შერიგებას წინ გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა უნდა უძღოდეს, თუნდაც ისეთ თემებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია
- +

14 დეკემბერი. 2021. 10:28

 

 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ერთმანეთთან შეუსაბამო გზავნილები კიდევ ერთხელ ადასტურებს მის დესტრუქციულ სურვილებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარი არასდროს უთქვამთ, თუმცა, მათთვის, შერიგება ულტიმატუმის ფონზე, მიუღებელია.

 

„მათთვის, შერიგების თემა გადის ულტიმატუმზე, რომ პრეზიდენტი განთავისუფლდეს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და, წინააღმდეგ შემთხვევაში, დესტაბილიზაციის გეგმას სისრულეში მოიყვანენ. შერიგებას წინ გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა უნდა უძღოდეს, თუნდაც ისეთ თემებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

ე.წ. შერიგების პარალელურად, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას პროტესტის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, იწონებს გიორგი მარგველაშვილის იდეას 3 პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner