logo_geo
eng_logo
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი: კლინიკაში მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება - ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
- +

14 დეკემბერი. 2021. 10:41

 

 

„ამჟამად ციციშვილის კლინიკაში 122 პაციენტი მკურნალობს. მათგან 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია, ორის მდგომარეობა კი მძიმეა“, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ბავშვთა ინფიცირების წყარო ძირითადად აუცრელი მშობლები სახელდებიან.

 

„კლინიკაში მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება. კლინიკა გაშლილია 175 კოვიდსაწოლზე და აქედან 122 საწოლი დაკავებულია. 17 პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება. ორის მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად მძიმედ და შესაბამისად იმყოფებიან აპარატზე. ბავშვებში როგორც ვიცით კოვიდი მსუბუქად აღარ მიმდინარეობს და საკმაოდ გამოხატული კლინიკური სიმპტომებით არიან. კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მშობლებიდან მხოლოდ შვიდია ვაქცინირებული“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 890 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 837 263, გარდაიცვალა 12 777 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner