საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაჟღერებული შერიგება შეუძლებელია, თუ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სასჯელსა და ბოდიშს არ მოიხდის.
„თუ სამართლიანობა აღდგება, შერიგებაზე ლაპარაკიც შესაძლებელი იქნება. ეს სამართლიანობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იმისთვის, რისთვისაც იგი გასამართლებულია. ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა დაზარალებულ ადამიანს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შერიგებაზე ლაპარაკი შესაძლებელი“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.
ე.წ. შერიგების პარალელურად, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას პროტესტის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, იწონებს გიორგი მარგველაშვილის იდეას 3 პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით.