logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იმისთვის, რისთვისაც გასამართლებულია, ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა დაზარალებულს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შერიგებაზე ლაპარაკი შესაძლებელი
- +

14 დეკემბერი. 2021. 10:44

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაჟღერებული შერიგება შეუძლებელია, თუ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სასჯელსა და ბოდიშს არ მოიხდის.

 

„თუ სამართლიანობა აღდგება, შერიგებაზე ლაპარაკიც შესაძლებელი იქნება. ეს სამართლიანობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იმისთვის, რისთვისაც იგი გასამართლებულია. ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა დაზარალებულ ადამიანს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შერიგებაზე ლაპარაკი შესაძლებელი“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

 

ე.წ. შერიგების პარალელურად, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას პროტესტის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, იწონებს გიორგი მარგველაშვილის იდეას 3 პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner