logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
- +

14 დეკემბერი. 2021. 10:53

 

 

„მობილური იუსტიციის სახლები და სერვისების სფეროში დაგეგმილი სხვა ინოვაციური პროექტები განიხილეს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე. რატი ბრეგაძე კარენ ანდრესიანს ვენეციაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება.

 

რატი ბრეგაძემ კარენ ანდრესიანს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის საკითხებსაც იუსტიციის სფეროში. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის იანვრიდან თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის უფრო ინტენსიური გახდება, თებერვალში კი ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის გამართვა იგეგმება.

 

სომხეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, ის აღფრთოვანებულია მობილური იუსტიციის სახლების მოდელით, რომელიც ნოვაციაა არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით სერვისების გაცემის სფეროში. კარენ ანდრესიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთში მიიწვია.

 

მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევები და მისი სამომავლო განვითარების ხედვა გააცნო.

 

ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა იტალიის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან. მინისტერიალი მუშაობას დღეს დაასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner