საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ 60 წელს გადაცილებული პირები უარს განაცხადებენ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციაზე, ისინი დაჯარიმდებიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა 100 ევროს შეადგენს.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ განუხრელად მხარს უჭერდა ახალ ინიციატივას იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდ 19-ის გამო გარდაცვლილი მოქალაქეების 90%-ს 60 წელს გადაცილებული პირები შეადგენენ.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მიმდინარე წლის სექტემბრიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისთვის, ქვეყანაში ასევე მოქმედებს გამკაცრებული სხვა სახის კოვიდშეზღუდვები.