ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ არცერთი ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის „ომიკრონის“ წინააღმდეგ დაცვის მისაღწევად.. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ახალ შტამთან მიმართებაში აქცენტი ბუსტერ დოზაზე კეთდება.
„როდესაც ჩვენ ახალი შტამის საფრთხეებს ვაფასებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა - მოქმედებენ თუ არა ვაქცინები მის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ დღეისთვის 5 კომპანია აცხადებს, რომ მას დასჭირდება სულ რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ შექმნას მიზანმიმართულად „ომიკრონის“ წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.