„ქართული ოცნების“ დეპუტატი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არ იცის, ვინ გახდება ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი, თუმცა, მომავალ მინისტრს ურჩევს, სირთულეების დროს, მობილიზდეს, პროფესიონალები დაიხმაროს და ინიციატივიანი გადაწყვეტილებები მიიღოს.
„ვვარაუდობ, ახლა ინტენსიური კონსულტაციები მიდის, რადგან თვის ბოლოს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. ახალი ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება, არ ვიცი, მაგრამ გვერდში დავუდგებით. ჩემი რჩევა, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ის იქნება, რომ როდესაც განსაცდელი ექნება, და ასეთი განსაცდელი და სირთულე ბევრი ექნება, სამი კონვერტის მეთოდს კი ნუ გამოიყენებს, მობილიზდეს, გვერდში დაიყენოს პროფესიონალები და მიიღოს ინიციატივიანი გადაწყვეტილება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.