„აქციები დესტრუქციული დღის წესრიგია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მისდევს დიდი ხანია. იმედია, საახალწლოდ მაინც აცდიან საზოგადოებას, რომ ეს დღეები ადამიანმა საკუთარ ოჯახში გაატაროს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დეპოლარიზაციის ყველაზე მარტივი გზა არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიაროს ხალხის ნება, ანუ არჩევნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ კანონის ნება.
„ის, რომ შერიგებაზე და დიალოგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი ფარისევლობა იყო, დადასტურდა გუშინ სააკაშვილის განცხადებითაც, ჩვენ ვნახეთ ტონი, მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი „ქართულ ოცნებას“. ერთადერთი რაც ამ ყველაფრის უკან დგას არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ეძებენ გზას, როგორმე გამოვიდეს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ასე რომ, შერიგებაზე საუბარი არის ფარისევლობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონფლიქტი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, მათ კონფლიქტი აქვთ ქართველ ხალხთან. ეს წერილი აჩვენებს ოპოზიციისა და სააკაშვილის დესტრუქციულობას. დეპოლარიზაციის ყველაზე მარტივი გზა არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიაროს ხალხის ნება ანუ არჩევნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ კანონის ნება. რაც შეეხება აქციებს, ეს არის დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მისდევს დიდი ხანია, იმედია საახალწლოდ მაინც აცდიან საზოგადოებას, რომ ეს დღეები ადამიანმა საკუთარ ოჯახში გაატაროს და სხვა განწყობაზე, ვიდრე იმაზე ფიქრში, თუ როგორი დღის წესრიგი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს როგორ არ უნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა", - განაცხადა პაპუაშვილმა.