„სააკაშვილის აზრები ჩვენ არ გვაინტერესებს, ის ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი კანონით დაკისრებულ სასჯელს სრულად მოიხდის.
„ის სრულად მოიხდის იმ სასჯელს, რაც მას კანონით აქვს დაკისრებული. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დააკარგვინებთ ჩვენს საზოგადოებას დროს ამ შეკითხვებზე პასუხის მოსასმენად. ჩვენთვის ეს ადამიანი აქტუალური არ არის. მას კანონის შესაბამისად აქვს მიკუთვნებული ადგილი, სადაც უნდა იყოს. თუკი შეიძლება, ვინმემ გააკეთოს მასთან დაკავშირებით კომენტარი, ეს პენიტენციური სამსახურია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.