„საქართველო მუდმივად ახორციელებს რეფორმებს ყველა მიმართულებით და თქვენ ხედავთ რამხელა პროგრესია 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც თქვა, რომ ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ლიდერის პოზიცია დაკარგა, რადგან, იგივე მოსამართლეობის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ცვლილებები და რეფორმები არ განხორციელებულა.
„რა თქმა უნდა, გაგრძელდება სწორი მიმართულებით სვლა - რეფორმების გატარება, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“, - აღნიშნა კობახიძემ.