„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად სუსტდება, მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ამიტომ მათი ყველა მცდელობა უპერსპექტივოა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაცმოძრაობა“ სუსტდება მათ შორის იმის გამო, რომ წააგეს არჩევნები და იციან, რომ სამი წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება, მათ შორის იმის გამო, რომ მათი ბელადი არის ციხეში. „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მის დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.