logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გოგინავა: თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მას აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ამ ეტაპზეა ცნობილი, ეს საკმაოდ მძიმე მეექვსე ტალღას გამოიწვევს
- +

14 დეკემბერი. 2021. 13:44

 

 

„თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მას აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ამ ეტაპზეა ცნობილი: სწრაფად გავრცელება, მაღალი რეინფიცირების რისკი, ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ „ომიკრონს“ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა.

 

„კვლევები აჩვენებს, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ და ზოგადად კორონავირუსი ძირითადად იმ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც ვაქცინით მოცვა არ არის მაღალი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენს სტატისტიკას, საქართველოში ვაქცინის მოცვა საკმაოდ დაბალია, ეს კი კიდევ უფრო ზრდის რისკებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიურად წარიმართოს, რათა მეტნაკლებად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ასევე ზოგადი რეკომენდაციები - ეს არის პირბადის ტარება, დისტანცირება იმიტომ, რომ ეს არის მექანიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის რესპირაციული ინფექციების გავრცელებას, მათ შორის „ომიკრონის“ გავრცელებასაც შეუშლის ხელს. შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მას აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ამ ეტაპზეა ცნობილი: სწრაფად გავრცელება, მაღალი რეინფიცირების რისკი, ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას. არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ამიტომ ბოლომდე თქმა, თუ რამდენად გამოიწვევს ის საქართველოში ახალ ტალღას და გააუარესებს ეპიდსიტუაციას, ამაზე ჯერ პასუხი რთულია, მაგრამ ამ მონაცემებით, რა მონაცემებიც გვაქვს, გველის საკმაოდ მძიმე ზამთარი და ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner