„ჯერჯერობით „ომიკრონი“ არ ჩანს. ალბათ გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორმა, ამირან გამყრელიძის განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემით „ომიკრონის“ შტამი 63 ქვეყანაში არის გავრცელებული.
„ჯერჯერობით არა. კვლევა მიმდინარეობს. ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი ჩვენგან გადაგზავნილი. ჯერჯერობით „ომიკრონი“ არ ჩანს. ალბათ გამოჩნდება, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს, ამიტომ გამოჩნდება რაღაც დროს. დღევანდელი მონაცემით ეს შტამი 63 ქვეყანაში არის გავრცელებული. სამწუხაროდ, უკვე სიკვდილი დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში. ძალიან სწრაფი ტემპით მიდის ვირუსის გავრცელება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი კლინიკურად მაინც შედარებით მსუბუქია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.