logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ქალბატონ სალომეს აქვს უფლება, მაქსიმუმი სცადოს იმისათვის, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია, თუმცა...
- +

14 დეკემბერი. 2021. 13:48

 

 

„ღიმილის მომგვრელიც კი არ არის ეს ყველაფერი, როდესაც მარგველაშვილი საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს ის, მერე სააკაშვილი და იქ დახვდეს ქალბატონი სალომე. ეს ტრაგიკომიკური განცხადებაა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სხვა რამე თქვა და არა ის, რაც თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

 

„რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს აქვს უფლება, მაქსიმუმი სცადოს იმისათვის, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია, თუმცა, ბუნებრივია რესურსები არის ამომწურავი და ყველაფრის რესურსი არცერთ ადამიანს და მათ შორის პრეზიდენტსაც არ აქვს.

 

ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტს გავყვეთ ყველა მცდელობაში, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებასთან, მაგრამ უნდა ვნახოთ რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს ეს მცდელობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში თუ მოხდება სამი პრეზიდენტის შეხვედრა, მსოფლიოსთვის ეს იქნება ძალიან ცივილიზებული გზავნილი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner