„ნებისმიერ შეთხვევაში, სანამ ახალი მინისტრი იქნება, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, რომელიც ისევე ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„არ შეექმნება არცერთ პაციენტს რისკი, ნებისმიერი დაწყებული ნაბიჯი, რომელიც გათვლილი იყო თვის ბოლომდე და რაც უნდა განხორციელებულიყო, შეუფერხებლად განხორციელდება. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის მომენტი, რაზეც საჭიროა აღელვება, უნდა დაველოდოთ პრემიერ0მინისტრის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.