logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: რამდენიმე თვეში უკვე მკაფიოდ იქნება გაწერილი, რა სახის ცვლილებები იქნება სპორტის პოლიტიკის მიმართულებით
- +

14 დეკემბერი. 2021. 15:20

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა სპორტის პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, როდესაც მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა მიზანმიმართული პოლიტიკა განეხორციელებინა სპორტის განვითარებისთვის.

 

„არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ უფრო მეტად წარმოჩენილიყო სპორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ჩვენმა ქვეყანამ, საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა, სამჯერ გაიზარდა სპორტის ბიუჯეტი და ამან მოიტანა ის, რომ წლიდან წლამდე ჩვენი წარმატებული სპორტსმენების რიცხვი საკმაოდ იზრდებოდა და კულმინაცია იყო ტოკიოს ოლიმპიადა, სადაც რეკორდული ოლიმპიური მედლები მოიპოვა ჩვენმა გუნდმა. ჩვენ ვცვლით სპორტის პოლიტიკას, ამის მზაობა არის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, მე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რომ სპორტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს მომგებიანი. ამავე დროს. უნდა გახდეს სოციალურად მიმზიდველი დარგი. მკაფიოდ გაწერილი სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე, დაახლოებით 10-15 წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შევუქმნით გარემოს, სადაც შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა იქნება ეფექტური მართვითა და ხელმისაწვდომობით. სადაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დაკავდეს სპორტით და ფიზიკური აქტივობით და სპორტის საშუალებით მათ გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. აი, ეს იქნება ჩვენი მთავარი სამოქმედო გეგმა მომავალ წლებში. ასევე მიზანია მაღალი მიღწევების სპორტი. დაახლოებით 7-8 სპორტის სახეობა გვაქვს, რომელიც ძალიან უყვარს ჩვენს საზოგადოებას და გულშემატკივარს, ესაა ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ძიუდო, ჭიდაობა, წყალბურთი და ა.შ. სამაგალითოა ძიუდოს ფედერაცია, რომელმაც დააგვირგვინა იმით, რომ გუნდურად ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ასევე წარმატებული იყო კალათბურთის ფედერაცია, რომელმაც ევრობასკეტის მასპინძლობა მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება ევრობასკეტი, რადგან პრემიერის დაპირებაც მივიღეთ. უპრეცედენტო ინვესტიცია განხორციელდება დაახლოებით 100 მლნ იქნება გაღებული კალათბურთის მიმართულებით. ეს ჩვენთვის საყვარელი ერთ-ერთი სპორტის სახეობაა,

 

ამ წარმატებულ ფედერაციას ჩვენი კოლეგა ვიქტორ სანიკიძე ჩაუდგება სათავეში, რამდენიმე დღის წინ ის აირჩიეს და მივულოცოთ მას. დარწმუნებულ ვარ, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოიტანს ეს სპორტის სახეობა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი კალათბურთელები იქნებიან ძალიან წარმატებული. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება - სპორტით განვითარება ჩვენი ქვეყნის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ რამდენიმე თვეში უკვე მკაფიოდ იქნება გაწერილი მიმართულებები, თუ რა სახის ცვლილებები იქნება სპორტის პოლიტიკის მიმართულებით, რომ სპორტი გახდეს მიმზიდველი და ერთ-ერთი წარმატებული დარგი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner