„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ დღეს გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის ევროპის რეგიონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა“, - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი განცხადებით, კონფერენციას საკონსულტაციო ხასიათი ჰქონდა და მასზე განსახილველი მთავარი თემა იყო ქვეყნების პარლამენტების ჩართულობა ბავშვთა უფლებების განხორციელების მონიტორინგის და პოზიტიური ზეგავლენის საქმეში.
„საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მიღებული გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მართლაც კომპლექსური დოკუმენტია. ასეთი კონფერენციები კი ახალ შესაძლებლობებს იძლევა იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, რათა ბავშვის უფლებათა დაცვაში უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.