logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: თემურ ალასანიას საქართველოში მაინცდამაინც კარგი სახელი და რეპუტაცია არ აქვს
- +

15 დეკემბერი. 2021. 17:57

 

„თემურ ალასანიას საქართველოში მაინცდამაინც კარგი სახელი და რეპუტაცია არ აქვს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია მიხვდება, რომ საპროტესტო აქციები საბოლოოდ შედეგიანი არ არის.

 

„ყველამ ვიცით, რომ თემურ ალასანიას მაინც და მაინც კარგი სახელი და რეპუტაცია არ აქვს საქართველოში. ფაქტია, რომ ეს მხარდამჭერი აქციები ნელ-ნელა მილევად რეჟიმშია და კარგი იქნება თუ საბოლოო ჯამში ისინი შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ აქციები მაინცდამაინც შედეგიანი არ არის და დაუბრუნდებიან საპარლამენტო სამსახურს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner