„პრეზიდენტი გახლავთ ზეპარტიული კონსტიტუციური ორგანო და აქედან გამომდინარე გასაგებია მისი ინტერესი იმის მიმართ, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობა არ იყოს ასეთ მაღალ ტემპერატურაზე ასული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„საკითხის გადაწყვეტა მარტივია. მარტივია იმ კუთხით, რომ მთავარი პრობლემა პოლარიზაციის არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო არსებული პარტიები არ აღიარებენ ხალხის ნებას, ანუ არჩევნებს და არ აღიარებენ კანონის ნებას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ისინი მოექცევიან ამ ელემენტარულ დემოკრატიულ კალაპოტში პოლარიზაციაც დასრულდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.
სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.