logo_geo
eng_logo
რიკარდ ჟოზვიაკი ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრაზე: მე ვთქვი, რომ ზუსტად არ ვიცოდი, შეხვდებოდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს
- +

16 დეკემბერი. 2021. 16:39

 

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ ჟოზვიაკმა PIA.GE-სთან მის მიერ „მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს შესახებ ისაუბრა.

 

შვედი ჟურნალისტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შესახებ გაკეთებული განცხადება მის იმდროინდელ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული, რომელიც ინტერვიუს შემდეგ შეიცვალა.

 

 „იმ დროს მე ვთქვი, რომ ზუსტად არ ვიცოდი, შეხვდებოდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს.

 

თარგმანში პრობლემა არ ყოფილა. თუ სწორად მახსოვს, მე ვთქვი, რომ მიშელი ღარიბაშვილს არ შეხვდებოდა, ეს განცხადება იყო დაფუძნებული ინფორმაციაზე, რომელიც მე იმ დროისთვის მქონდა. შეხვედრის დაგეგმვის შესახებ ინტერვიუს შემდეგ გახდა ცნობილი, - განაცხადა ჟოზვიაკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner