logo_geo
eng_logo
პარლამენტმა მესამე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა
- +

16 დეკემბერი. 2021. 18:00

 

„16 დეკემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტები, მესამე მოსმენით მიიღეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტების მიხედვით ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით განხორციელდება: - „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თანახმად, „წიაღის ეროვნული სააგენტო“ საქმიანობას „მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს“ სახელით გააგრძელებს.

 

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის წევრებთან ერთად, საარჩევნო ბლოკით შემოსულ დეპუტატებსაც მიეცემათ.

 

„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით კი, ფართოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა წრე. კერძოდ, ჩამონათვალს ემატება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

 

აღსანიშნავია, წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტმა ერთხმად, სრული მხარდაჭერით მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner