logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი სამიტის დეკლარაციაზე: ნათელი გზავნილია, რომ ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან პირისპირ მიტოვებას არ აპირებს
- +

16 დეკემბერი. 2021. 18:07

 

„ნათელი გზავნილია, რომ ევროპა, ევროკავშირი არ აპირებს საქართველოს რუსეთთან პირისპირ მიტოვებას“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მე-6 სამიტის ერთობლივ დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ნათელი გზავნილია, რომ ევროპა, ევროკავშირი არ აპირებს საქართველოს რუსეთთან პირისპირ მიტოვებას, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია საქართველოს როლი, შიდაპოლიტიკური სტაბილურობა და განსაკუთრებით ის რეფორმები, რაც საქართველომ უნდა გაატაროს, რათა ევროკავშირისთვის მისაღები სტანდარტები დააკმაყოფილოს“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

„ევროკავშირი ადასტურებს ყველა პარტნიორის სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს ამბიციებისა და მიზნების ის დონე, რომლისკენაც ევროკავშირთან ურთიერთობაში ისწრაფვის“, - ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner