logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ფიზიკურადაც იქნება ევროპულ ბაზართან დაკავშირებული
- +

16 დეკემბერი. 2021. 18:14

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება.

 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამცემი კაბელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

 

ნათია თურნავას შეფასებით, პოტენციურად ეს არის არანაკლები მნიშვნელობის პროექტი, ვიდრე თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი იყო.

 

„ეს არის სრულიად ახალი რეალობა, როდესაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ფიზიკურადაც იქნება ევროპულ ბაზართან დაკავშირებული და არამარტო იურიდიულად და სამართლებრივად. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1,195 კილომეტრის სიგრძის 1000 მგვტ-ის სიმძლავრის მქონე კაბელი რუმინეთის ტერიტორიაზე დაუკავშირდება აღმოსავლეთ ბალკანეთის სანაპიროს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner