logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ორნიშნა მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად მეტი ინვესტიცია გვჭირდება
- +

16 დეკემბერი. 2021. 23:06

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, მინისტრის საათის ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ წარმოდგენილი მოხსენება შეაჯამა.

 

„დღევანდელ დღეს, პოსტ პანდემიურ მსოფლიოში, ნამდვილად შთამბეჭდავია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს მისასალმებელია და განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ასევე მისასალმებელია ის გაუმჯობესებული მაჩვენებლები, რაც მინისტრმა აღნიშნა და რის შედეგადაც სხვადასხვა რეიტინგებში წინ წავიწიეთ. ფაქტია, რომ სახელმწიფო პროგრამები მუშაობს და მათი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით გაზრდილია, თუმცა მოხსენებიდან კარგად ჩანს, რომ გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს. მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობამდე, პოტენციურ ბენეფიციარამდე სწორი და გამართული კომუნიკაციის წარმოება, რათა ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდეს სასურველ პროგრამაში ჩაერთოს. მინისტრმა ინფლაციაზე ბევრი ისაუბრა და მეც დავეთანხმები, რომ ასეთი მასშტაბური ინფლაციური პროცესები, რაც მსოფლიოშია წინა საუკუნის შემდეგ არც ყოფილა. ვფიქრობ, რომ ხომ არ არის გადასახედი დედოლარიზაციის პოლიტიკა, რადგან ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს, დედოლარიზაციამ არ გადაფაროს. ამისთვის აუცილებელია სხვადასხვა ფორმატები შედგეს და ჩვენი კომიტეტი ამ ფორმატებში ჩართულები ვიქნებით. მინისტრმა ისაუბრა პრივატიზაციაზე და ამ მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მობილიზაციაზე. ჩემი რეკომენდაცია იქნება დავაჩქაროთ მიწის რეფორმის საკითხები, რათა ეკონომიკური საქმიანობის მიღმა დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის მიწები და მათი მეპატრონეები ინტენსიურად ჩავრთოთ ეკონომიკური ზრდის პროცესში.

                                                                                        

ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ორნიშნა მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად, 2.5-3 -ჯერ მეტი ინვესტიცია გვჭირდება. მზად ვარ კომიტეტის ფარგლებში შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ფართო მსჯელობა მოვაწყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ვიმუშაოთ კონკრეტული მაჩვენებლების გეგმის გაწერაზე და ავამოქმედოთ იმ ათწლიან გეგმაში ჩაწერილი რესურსი, რათა ინვესტიციების იმ ზღვრულ მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც ეკონომიკური ზრდის პროცესს უზრუნველყოფს.

 

კომიტეტის ფარგლებში, პარლამენტის წევრების ჯგუფი, ჩემი ინიციატივით ვამზადებთ ენერგო დამოუკიდებლობის აქტს და ცოტა ხანში მზად ვიქნებით ფართო მსჯელობა გავხსნათ. ეს არის ის სტრატეგია, რომლითაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება ენერგო დამოუკიდებელი გახდეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გამოსაყენებელი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას. აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც როგორც ევროპასთან, ისე ჩინეთთან ერთდროულად აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები და ამის კაპიტალიზაციაა გასაკეთებელი, რათა გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

 

მადლობა მინდა გადაგიხადოთ წიაღის რეფორმებისთვის, რომელიც უკვე დაწყებულია. აქამდე არასდროს ყოფილა წიაღი განხილული, როგორც ეკონომიკური აქტივი და არასდროს ყოფილა ასე გამჭვირვალე ის პროცესები, როგორც დღეს მიდის ეს რეფორმა. ტურიზმთან დაკავშირებით მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს, აღმასრულებელი საბჭოს წევრად შემდეგი ოთხი წლით არჩევა და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს. ტურიზმთან მიმართებით რაც გასათვალისწინებელია და რაზეც ვმუშაობთ, ეს არის, რომ აუცილებელია სექტორის დივერსიფიკაცია და მნიშვნელოვანია, რომ არაჩვეულებრივად გაამართლა „ღვინის გზამ“ და სხვა ასეთმა პროდუქტებმა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner